საქართველოზე მზადდება ძალიან დიდი საფრთხე! - მიხეილ სააკაშვილის მორიგი გაფრთხილება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს - მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში მზადდება ძალიან დიდი საფრთხე:
საქართველოზე მზადდებოდა და მზადდება ძალიან დიდი საფრთხე. ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში გაიხსნა პრორუსული ორგანიზაციების ასობით ოფისი (მაგრამ ზელენსკიმ დროზე მოხურა) ზუსტად ასევე გაიხსნა საქართველოში და თქვენ რა გგონიათ, ეს ოფისები საარჩევნოდ გახსნეს? ეს ოფისები გახსნეს იმისთვის, რომ როგორც კი უკრაინას მოამთავრებდნენ, შემოჭრილიყვნენ აქ. დღეს უკრაინა გადაეღობა გზაზე ამ მზაკვრულ გეგმას"- თქვა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არ შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინელების იმედზე, ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა დაიცვას თავისი ღირსება.
დღეს ჩვენ ვართ ჩიხში შესული და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია. ამას მივუძღვენი მე ჩემი სიცოცხლეც და ჩემი ჯანმრთელობაც. ვაგრძელებ ბრძოლას მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება ეს გართულებები და უბედურება, რაც შეიძლება მე პირადად დამატყდეს თავს. ჩვენი ამოცანა თანადგომაა. ნახეთ როგორი თანადგომა აჩვენეს უკრაინელებმა. მე უკრაინის პასპორტის ამაყი მატარებელი ვარ და ჩემი გული როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას ეკუთვნის",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.