ნატო-ს სურს, რომ ყველა ქვეყანა მაქსიმუმს აკეთებდეს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად - აპატურაი

20.04.22 13:34
ნატო-ს სურს, რომ ყველა ქვეყანა მაქსიმუმს აკეთებდეს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად - აპატურაი

ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს სურთ, იხილონ, რომ ყველა ქვეყანა, თანამოაზრე ქვეყნები მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად ამ ომის შესაჩერებლად“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

აპატურაიმ ასევე  აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან რთულ გეოგრაფიულ და უსაფრთხოების პოზიციაში იმყოფება.

ნატო, როგორც ორგანიზაცია არ მონაწილეობს სანქციებში. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. რასაც ვიტყოდი, ცხადია, რომ საქართველო ძალიან რთულ გეოგრაფიულ და უსაფრთხოების პოზიციაში იმყოფება. ამასთან, ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს სურთ, იხილონ, რომ ყველა ქვეყანა, თანამოაზრე ქვეყნები მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად ამ ომის შესაჩერებლად“, – განაცხადა აპატურაიმ.

მსგავსი სიახლეები