გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში! - აქცია ზუგდიდში

20.04.22 13:51
გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის კლინიკაში! - აქცია ზუგდიდში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებისა და მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების მოთხოვნით ზუგდიდში საპროტერსტო აქცია გაიმართა. მისი მონაწილეები ითხოვენ, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება და დაემორჩილოს უკრაინის მთავრობის მოწოდებას, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვან.

მოვითხოვთ ღირსეულ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ან მისი გადაყვანა იმ ქვეყანაში, რასაც ითხოვს უკრაინა და მისი შესაფერისი მკურნალობა.

ქვეყნის მართლაც დიდი სირცხვილია, როცა მესამე პრეზიდენტი ციხეში გვყავს გამოკეტილი და ნორმალური მკურნალობის საშუალება და უფლება არ აქვს- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში 12 კილოგრამი დაიკლო, მისივე თქმით, ფეხებზე კონტროლი დაკარგა. 

სააკაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  

მსგავსი სიახლეები