ელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან კავშირში ადანაშაულებს
ელენე ხოშტარია საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან კავშირში ადანაშუალებს. პარტია ,,დროას" ლიდერის მტკიცებით, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება და ამ პროცეში პარლამენტიც არის ჩართული.
ელენე ხოშტარიას მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, ქართული კომპანია "შპს გერა" რუსულ ტრანზაქციებს რუბლში იღებს და დოლარში აკონვენტირებს.
პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს პირდაპირ დოკუმენტი იმისა, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველოში არსებული კომპანიის საშუალებით თავი აარიდოს სანქციებს.
ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებას საჭიროებს. პარლამენტი ცდილობს, ,,გერას" შეუქმნას ლეგალურად საკანონმდებლო ბაზა ფუნქციონირებისთვის. პროექტი დარეგისტრირებულია და ეს საკითხიც საჭიროებს შესწავლას.
მთავრობამ უნდა გამოიკვლიოს კონკრეტული ფირმის ურთიერთობები რუსეთთან და მეორე- შეცვალოს კანონმდებლობა, რათა არ მოხდეს მექანიზმის ამუშავება სხვა კომპანიების მეშვეობით- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.