მიხიელ სააკშვილთან ციხეში დამოუკიდებელ ექიმებს არ შეუშვებენ - მოსამართლის უარი მესამე პრეზიდენტს
საქრათველოს ხელისუფლება მიხიელ სააკშვილთან ციხეში დამოუკიდებელ ექიმებს არ შეუშვებს - ამ გადაწყვტილებას მწავნე შუქი მოსმაართლე ნინო ჩახნაშვილმა აუნთო.
ჩახნაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რეაგირება დაავალა.
სასამართლო აკმაყოფილებს შუამდგომლობის იმ ნაწილს, სადაც ავალებს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მის ჯანმრთელობას, ასევე გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ აცნობონ სასამართლოს“, - განაცხადა ჩახნაშვილმა.
ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლოში ექიმების მოსმენისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მათი შეშვების თაობაზე.
მოსამართლის უარს დარბაზში ხმაური და დაპიპირება მოყვა, პროცესი თაკო ჩარკვიანმა პროტესტის ნიშნად დატოვა.