,,ლელო საქართველოსთვის" დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას ითხოვს

20.04.22 15:43
,,ლელო საქართველოსთვის" დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას  ითხოვს

,,ლელო საქართველოსთვის" დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას  ითხოვს. შესაბამის კანონპროექტს ამ  წუთებში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

პარტიაში ამბობენ, რომ მოქმედი ანტიკორუფციული სამსახურები არაეფექტურია და ხელისუფლების გავლენის ქვეშაა.

,,ლელოს" ინიციატივის მიხედვით, ახალ სამსახური ანგარიშვალდებული იქნება არა მთავრობის, არამედ საქართველოს პარლამენტის წინაშე.

უკვე ცნობილია, რომ ინიციატივის მხარს არ დაუჭერს ,,ქართული ოცნება".

მსგავსი სიახლეები