საქართველოში ხორბალი აღარ შემოდის - ექსპერტები პურის გაძვირებას პროგნოზირებენ
საქართველოში ხორბალი აღარ შემოდის. კონტრაქტი, რომელიც ყაზახეთთან საქართველოს მთავრობამ გააფორმა,აღარ გრძელდება. მიზეზი ფასის კოლოსალური მატებაა. ერთადერთი საშუალება ახლა ფქვილია, ფქვილის იმპორტი საქართველოში რუსეთიდან ხდება, თუმცა ფასი ფქვილზეც იმატებს, რაც პურის ფასის მატებაზე პირდაპირ აისახება.
2 კვირისწინანდელ პერიოდთან შედარებით 10 ლარის ფარგლებში არის გაძვირებული 1 ტომარა ფქვილის ღირებულება. დღეის მდგომარეობით სადღაც 75 ლარის ფარგლებში მერყეობს. რუსეთმა ასევე დაიწყო ყაზახეთში ექსპორტი უშუალოდ ფქვილის, როგორც მზა პროდუქტის, შესაბამისად მოთხოვნა გაეზარდათ კიდევ უფრო რუს მწარმოებლებს და გვაქვს მოლოდინები, რომ ალბათ ფასი კიდევ უფრო გაიზრდება", - ამბობს ეკონომიკის სფეროს ექსპერტი.
კატასტროფულად არის გაძვირებული ფქვილი, შაქარი, მარილი, გადასახადებზე აღარაა საუბარი. თუ კიდევ მოიმატებს, ალბათ, მოვუმატებთ ჩვენც ფასს", - ამბობს ქარხნის თანამშრომელი.