თუ 500-ათასიან პარტიას შეუძლია, წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ - ჩარკვიანი ენმ-ს

20.04.22 15:28
თუ 500-ათასიან პარტიას შეუძლია, წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ - ჩარკვიანი ენმ-ს

“თუ 500-ათასიან პარტიას შეუძლია, წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვენ თქვით, რომ პარტია არ ხართ”- კანონი და სამართლის ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ნაციონალურ მოძრაობას" უპირისპირდება. 

პოლიტიკოსი აქციების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს: 

აი, ახლა, ამ წამს გადავკეტოთ, გავიდეთ რუსთაველზე, აღარ გამოვიდეთ რუსთაველიდან. მახსოვს ღლიცინი ლეიბებზე, რავიცი, პოლონეთში თეატრის წინ დააგეს ლეიბები. ვფიქრობ, ძალიან პატრიოტულად გააკეთეს. არამგონია, ჩვენ ნაკლები პატრიოტები ვიყოთ“- თქვა ჩარკვიანმა. 

მისი თქმი, ყვეკლაზე დიდ ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან კომუნიკაცია არ ჰქონია: 

არანაირი კომუნიკაცია არ მქონია, არანაირი ვალდებულება არ მაქვს მე ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებთან და არც არავისთან.  არ მინდა იმ თავისმომჭრელთა სიაში ყოფნა, რომელიც ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე გახდეს“- დასძინა თაკო ჩარკვიანმა. 

მსგავსი სიახლეები