პაპზე უფრო მეტად კათოლიკები ნუ გამოვლენ - ხებეიშვილი ჩარკვიანის ხმაურიან განცხადებაზე

20.04.22 15:42
პაპზე უფრო მეტად კათოლიკები ნუ გამოვლენ - ხებეიშვილი ჩარკვიანის ხმაურიან განცხადებაზე

პაპზე უფრო მეტად კათოლიკები ნუ გამოვლენ - ასე უპასუხეს "ნაციონალურ მოძრაობაში" თაკო ჩარკვიანის ხმაურიან განცხადებას, რომელიც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

ლევან ხებეიშვილის თქმით, როცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხოსმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება, საქართველოს მესამე ოპრეზიდენტი კი პუტინის პატიმარია, სხვებისკენ ხელის გაშვერა უცნაურია: 

როცა საუბარია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, არ დაგვავისწდეს, რომ ამ ყველაფრის შემოქმედია, რუსული პარტია და რუსი ოლიგარქი. შესაბამისად, ასეთ დროს, როცა ბიძინა ივანიშვილის და პუტინის ტყვეობაშია პრეზიდენტი სააკაშვილი და ხელს იშვერდე მისი თანაგუნდელებისკენ, ცოტა არ იყოს უცნაურია. ყველას გულწრფელად მოვუწოდებ, რომ ემოციები მოთოკონ"- თქვა ხაბეიშვილმა. 

მისი თქმით, ფართომასშტაბიანი აქციის მოწყობას მობილიზება სჭირდება: 

მეც ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ 200 ათასი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში. უბრალოდ ამ ყველაფერს მობილიზება და მუშაობა სჭირდება ეს 2 X2=4-ია. ამიტომ ისტერიულად ვიძახოთ ეს გავაკეთოთ... 2 საათში რომ 200 000 ადამიანი არ შეიკრიბება რუსთაველზე ყველას გვესმის"- დასძინა პოლიტიკოსმა. 

თაკო ჩარკვიანი "ნაციონალურ მოძრაობას" დაუპირისპირდა. 

“თუ 500-ათასიან პარტიას შეუძლია, წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვენ თქვით, რომ პარტია არ ხართ”- თქვა კანონი და სამართლის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის პროცესის შემდეგ. 

პოლიტიკოსი აქციების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.

 

მსგავსი სიახლეები