მადლობა თაკო ჩარკვიანს - გიული ალასანია აქციების დაწყების მომხრეა

20.04.22 16:06
მადლობა თაკო ჩარკვიანს - გიული ალასანია აქციების დაწყების მომხრეა

მიხეილ სააკაშვილის დედა თაკო ჩარკვიანს მადლობას უხდის. გიული ალასანიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის პირადი ტყვეა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციები აქამდეც უნდა გამართულიყო:  

ვფქორობ, რომ დიდი ხანია ეს (აქციები) უნდა მომხდარიყო. მინდა თაკოს დიდი მადლობა ვუთხრა. ნაციონალური მოძრაობა არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ვიცი, ჩემი შვილი უკანონო პატიმარია, ის პუტინის პირადი ტყვეა. მიმაჩნია, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს ციხეში ყოფნას, ისინი რუსეთის პირდაპირი მოკავშირეები არიან. 

თაკო ჩარკვიანი "ნაციონალურ მოძრაობას" დაუპირისპირდა. 

“თუ 500-ათასიან პარტიას შეუძლია, წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვენ თქვით, რომ პარტია არ ხართ”- თქვა კანონი და სამართლის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის პროცესის შემდეგ. 

პოლიტიკოსი აქციების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.

მსგავსი სიახლეები