სააკაშვილს ჯანმრთელობას უსპობენ, პარალელურად კითხვარს ავსებენ - დეკანოიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს. დეკანოიძის შეფასებით, იმ დროს როცა ქვეყანა ევროკავშირის კითხვარს ავსებს, ივანიშვილის პირადი შურიძიების გამო, მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობას უნადგურებენ.
საქართველოს ევროპული პერსპექტივის ისტორულ მომენტს შევხვდით პრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში ყოფნით და მის მიმართ ყველაზე საზარელი მოპყრობით.
რაზე ფიქრობს ხელისუფლება, როცა ადამიანს პირდაპირ და მიზანმიმართულად უსპობს ჯანმრთელობას? მხოლოდ შურისძიებაზე.
ივანიშვილის პირადი შურისძიების გამო ექცევიან ასე პრეზიდენტს სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქეს და პარალელურად კითხვარს ავსებენ.. ქვეყანას უსპობენ პერსპექტივას შურისძიების გამო..
გადაიყვანეთ სააკაშვილი სხვა ქვეყანაში, რომ გადარჩეს მისი ჯანმრთელობა!!", - წერს ხატია დეკანოიძე.