უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტების ათი შეტევა მოიგერიეს - არესტოვიჩი
"უკრაინელმა ძალებმა მოიგერიეს რუსი დამპყრობლების ათი შეტევა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსული ჯარების განადგურების მიზნით ტაქტიკურ მოქმედებებს ახორციელებენ.
დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიაზე, სადაც კონცენტრირებულია მტრის ჯარები, უკრაინელმა ძალებმა მოიგერიეს რუსი დამპყრობლების ათი შეტევა, განადგურდა 12 ტანკი, ჯანშანტექნიკა და საარტილერიო სისტემა. მტერი უტევს იზიუმის მხარეს. წინსვლას ცდილობენ, მაგრამ ისევ ამაოდ. მათი საშინელი შეტევა უკვე მესამე დღეა ადამიანებს ხოცავს. უკვე 130 რუსი სამხედრო მოსამსახურე გადაყვანილია ადგილობრივ ჰოსპიტალებში, რუსეთის მიერ დროებით კონტროლირებად ტერიტორიებზე. ხერსონის მხარეს უტევენ, მტერი ცდილობს მიაღწიოს ადმინისტრაციულ საზღვრებს, ნიკოლაევის მიმართულებით. ნიკოლაევი ცეცხლის ქვეშაა უკრაინის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ ტაქტიკურ მოქმედებებს რუსული ჯარების განადგურების მიზნით, - თქვა არისტოვიჩმა.