ვუშველოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს! - გიული ალასანიას საგანგებო განცხადება

20.04.22 17:00
ვუშველოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტს! - გიული ალასანიას საგანგებო განცხადება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, ოჯახი მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ ეტაპირებას ითხოვს.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თემა გახდა რაღაც რუტინული და ჩვევაში გადავიდა. ადამიანი ზის და ზის, რა მოხდა. ერთეულები არიან, ვინც ავრცელებენ ინფორმაციას, მათი მადლობელი ვარ. 

უამრავი მიმართვა აქვს პენიტენციურ დაწესებულებას, მაგრამ არავითარი რეაქცია. პირიქით, უფრო დაუმძიმეს მდგომარეობა. - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი თქმით, დრო არ ითმენს, პრეზიდენტს შველა სჭირდება: 

ჩამოვიდა ადამიანი, დაიწყო შიმშილობა და გარკვეული დროის შემდეგ დაუმძიმდა მდგომარეობა და დაესვა დიაგნოზი. სხვადასხვა ექიმმა იქ რამდენიმე კომისია შეიქმნა და საბედნიეროდ ყველას დიაგნოზი დაემთხვა ერთმანეთს. არავითარი რეაქცია იქიდან არ არის.  ახლა თვეში ერთხელ შეუძლია ოჯახის წევრს შეაღწიოს ძალიან მოკლე დროით და ეს არის მთელი ფუფუნება. ადვოკატებსაც ძალიან უჭირთ ურთიერთობა"- აცხადებს ალასნია. 

პრეზიდენტის დედა და ცენტრ ,,ემპათიას" წევრები სააკაშვილის უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, სადაც  მათი ტქმით, ჯანმრთელობაშერყეულ საქართველსო პრეზიდენტს კვალიფიციურ დახმარებას გაუწევენ.

მსგავსი სიახლეები