მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით ექიმებმა გზა გადაკეტეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უცხოეთში გაგზავნის მოთხოვნით პარტია ,,კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო თარკვიანმა და მედიკოსებმა თბილისში, სააკაძის მოედნის მიმდებარედ გზა გადაკეტეს. აქცია 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
ანალოგიური მოთხოვნით საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ და ცენტრ ,,ემპათიას" წარმომადგენლებმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს.