მიზანი აქვთ, რომ მოკლან,ბოლოს და ბოლოს სიკვდილი მიუსაჯეს?! - გიული ალასანია სააკაშვილზე

21.04.22 11:07
მიზანი აქვთ, რომ მოკლან,ბოლოს და ბოლოს სიკვდილი მიუსაჯეს?! - გიული ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია შვილის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვს. ალასანიას აზრით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მესამე პრეზიდენტის სიკვდილამდე მიყვანას ცდილობს, რადგან არც უცხოელ ექიმებს მისცეს საშუალება, რომ სააკაშვილისთვის ემკურნალათ.

მიზანი აქვთ, რომ მოკლან როგორმე, იქ ჩაკლან. დაუყოვნებლივ საჭიროა მისი გაყვანა,სხვა შემთხვევაში ეს ადამიანი ვერ გადარჩება. ბოლოს და ბოლოს სიკვდილი მიუსაჯეს?! სასიკვდილო განაჩენი ხო არ აქვს მას და რატომ კლავენ?! უნდა ჩამოსულიყო ჰოლანდიელი ექიმი, უარი ეთქვა. უნდა ჩამოსულიყო ამერიკელი ექიმი, ყველას უარს ეუბნებიან", -ამბობს მესამე პრეზიდენტის დედა. 

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილს მხარდაჭერას ომში მყოფი სახელმწიფოდანაც უცხადებენ.

უკრაინიდან ადამიანები, რომლებიც დღეს ჯოჯოხეთში არიან კიდევ პოულობენ დროს, რომ განცხადებები ჩემ შვილზეც აკეთონ და მოითხოვონ მისი დაბრუნება, მოქალაქეა ბოლოსდაბოლოს უკრაინის, რა უფლებით ყავთ აქ გამომწყვდეული, იმიტომ რომ 2008 წელს არ მისცა თავისი ქვეყანა უბრძოლველად?", - ამბობს გიული ალასანია. 

მსგავსი სიახლეები