"გადაარჩინე მიშა" - ექიმებმა ახალი მოძრაობა დააფუძნეს

21.04.22 11:36
"გადაარჩინე მიშა" - ექიმებმა ახალი მოძრაობა დააფუძნეს

ექიმებმა ახალი მოძრაობა "გადაარჩინე მიშა" დააფუძნეს. მედიკოსების თქმით, მათი მიზანია, მიხეილ სააკაშვილს დროულად ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა. მედიკოსები პოლიტიკური განცხადებების გაკეთებასაც აღარ ერიდებიან და დარწმუნებულები არიან, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია. ექიმები ამბობენ, რომ მათი მოვალებაა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე გადაარჩინონ. 

ჩვენ უკვე მივიღეთ ადამიანი, რომელიც უნარშეზღუდული არის ამ მომენტისთვის, კერძოდ მას დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე უჭირს. ფეხზე დგომა უჭირს. აქვს გამუდმებული ტკვიილები და აქვს ძალიან ბევრი ნევროლოგიური სინდრომი. 

ჩვენ ექიმებმა გადავწყვიტეთ  დავიწყოთ მოძრაობა „გადაარჩინე მიშა“, რაც ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ თვალწინ ადამიანი მიყავთ სიკვდილამდე. ჩვენ ამნას გულგრიდალ ვერ ვუყურებთ", - ამბობს ექიმი, ლევან ფერაძე. 

პაციენტი ამ ეტაპზე არის ძალიან მძიმე,  ნუირავის ნუ შეექმნება იმის ილუზია, რომ რადგან ის გამოდის რეგულარულად, მას არაფერი არ უჭირს. ის ყველა დაავადება რაც მას აქვს, ყველა მათგანი არის ძალიან შორსწასული.  მოკიდოს რომელიმე სახელმწიფომ, უკრაინამ, პოლონეთმა თუ სხვამ, წაიყვანოს და უმკურნალოს",  - ამბობს ლალი ჯავაშვილი.

ექიმები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილს სათანადო მკურნალობა საქართველოში არ ჩაუტარდა.

არცერთი ეს დაავადება სერიოზულად ნამკურნალევი არ არის, თუ ასე გაგრძელდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მის გამოჯანმრთელებას კი არა ფორმაში დაყენებას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევძლებთ.  ამის საშუალებები ჩვენთან ქვეყანაში არ არის. არავის არ მოვუწოდებ ქუჩაში გამოვიდეს, მაგრამ ალბათ სხვა გზა ჩვენ არ დაგვრჩენია", - ამბობს ექიმი ოთარ თოიძე.

ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გადაყვანა რომელიმე ევროპულ კლინიკაში უნდა მოხდეს იმისთვის, რომ მან  ადეკვატური სამედიცინო მომსახურება მიიღოს. 

პენიტენციური სამსახური უნარს მოკლებულია რაიმე სახის ახალი კვლევა ან ახალი მკურნალობის მეთოდი შეიმუშავოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აქედან გამომდინარე უნდა მოიძიოს ალტერნატიული გზა, რათა მიიღოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ეს არის მხოლდო განგრძობითი არაადამიანური მოპყრობა", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

შეგახსენებთ,რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. გუშინდელ სასამართლო პროცესზე ის შეუძლოდ გახდა და ექიმების დამხარება ითხოვა.  

მსგავსი სიახლეები