დემოკრატიის ანგარიში გაუარესებულია - "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიში
საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებელი კიდევ გაუარესდა - გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, "ფრიდომ ჰაუსის" უმწვავეს კვლევაში საქართველოს 3.08 ქულა აქვს მინიჭებული, გასულ წელს ეს ქულა 3.18 იყო. კვლევაში პირდაპირ წერია, რომ ქვეყნის ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობის რეიტინგი კიდევ დაეცა, მიზეზი კი 19 აპრილის შეთანხმების ჩაშლა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაა. ასევე შემცირდა სამოქალაქო საზოგადოების რეიტინგი, რაც ძალადობრივი ჯგუფებისთვის ისეთი გარემოს შექმნას ასახავს, რამაც 5 ივლისის სისხლიანმა მოვლენებმა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმამ გამოიწვია. უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, გაუარესებულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეიტინგიც. კერძოდ, ეს გამოიხატა ოპონეტების დევნაში, პოლიტიზირებულ საქმეებში და ჩავარდნილ რეფორმებში.
საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც დემოკრატიული პროგრესის მაჩვენებელი შემცირებულია: ეს ქვეყნებია ბელარუსი, ყირგიზეთი და ოკუპანტი რუსეთი.
"ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშს ოპოზიციაში აფასებენ. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ საქართველოს უკუსვლა დასავლელი პარტნიორებისთვისაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი.
დიდი უკუსვლა აქვს საქართველოს გაკეთებული და ეს ჩანს ქვეყნის შიგნითაც და ჩანს ოკეანის გაღმიდანაც. ამაზე ხელისუფლებას უნდ ამოეთხოვოს პასუხი, როდესაც ისინი აკეთებენ განცხადებებს, რომ ქვეყანა მიდის ევროკავშირისკენ. მათ უნდა გასცენ პასუხი, რა პასუხების ჩაწერას აპირებენ ამ კითხვარში", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გაუარესებელი მაჩვენებელი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა გამოიწვია.
ჩემი აზრით ეს დინამიკა განაპირობა ბოლო წლების პოლიტიკური პროცესების ერთგვარმა დინამიურობამ, ვგულისმხობ ხშირ საპროტესტო აქციებს, როდესაც ძალიან რთული არის ხოლმე ჩვეულებრივი რეაგირების შენარჩუნება. ჩემი აზრით ეს არის განმაპირობებელი", - ამბობს დავით სერგეენკო.