რიონის ხეობის მცველების მსვლელობა - ქუთაისში წყლის ჭავლის მანქანები მიჰყავთ (ფოტო)

12.04.21 16:37
რიონის ხეობის მცველების მსვლელობა - ქუთაისში წყლის ჭავლის მანქანები მიჰყავთ (ფოტო)

რიონის ხეობის მცველები ნამოხვანიდან ქუთაისში, ნამოხვანჰესის მშენებელი კომპანიის ოფისთან, აქციას გამართავენ. 

აქტივისტები ამ წუთებში მსვლელობას იწყებენ. 

აქციის მონაწილეები ნამოხვანში ჩასვლის უფლებას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. 

აქტივისტებს ქუთაისში პოლიციის წყლის ჭავლის ავტომობილიც მოჰყვება, რომელიც "ტვ პირველის" გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო. 

 

მსგავსი სიახლეები