დროებით მოხსნილი შეზღუდვები საოკუპაციო ხაზთან - ახალგორში 5 დღით გზა გაიხსნა
ახალგროში სრულ იზოლაციაში მოქცეული ადამინებისთვის 5 დღით დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. შეზღუდვები დილის 8 საათიდან მოიხსნა და ადამიანები, რომლებიც უკვე 1 წელია ნათესავებისგან მოწყვეტილი არიან საოკუპაციო ხაზზე გადასვლას შეძლებენ.
ე.წ. საზღვარი დღეს დილიდან უკვე ათობით ადამიანმა გადმოკვეთა ახალგორიდან. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს ინფორმაცია ხელისუფლებამ არ მიაწოდა, რის გამოც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეზღუდვების მოხსნის შესახებ არაფერი იცის.