ვლოცულობთ მიხეილ სააკაშვილისთვის - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ საქართველოს ეკლესიას და საპატრიარქოს მიხეილ სააკაშვილისთვის მხოლოდ ლოცვა შეუძლია. გავლენიანი სასულიერო პირი ამბობს, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მათი მხრიდან არასწორი იქნება.
ჩვენ ვლოცულობთ ბატონი მიხეილ სააკაშვილისთვის ხშირად მივდივარ მასთან. ჩვენზე არ არის დამოკიდებული ნამდვილად ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვილოცოთ მისი ჯანმრთელობისთვის. ჩვენ რაც არ უნდა ვაკეთოთ, პოლიტიკურ განცხადებებს არც აზრი აქვს, არც სწორია. საპატრიარქო, ეკლესია, ჩვენ ვართ რელიგიური შინაარსის ორგანიზაცია, ჩვენ შეგვიძლია ვილოცოთ მხოლოდ ადამიანისთვის, ლოცვით ნამდვილად ვლოცულობთ", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.