ჩაშლილი შეხვედრა - რუსლან აბაშიძემ სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა გადაიფიქრა

12.04.21 17:12
ჩაშლილი შეხვედრა - რუსლან აბაშიძემ  სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა გადაიფიქრა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე, სამოქალაქო აქტივისტებს არ შეხვდა. აუდიენციამდე რამდენიმე წუთით ადრე რუსლან აბაშიძემ აქტივისტებთან შეხვედრა გადაიფიქრა. სამოქალაქო აქტივისტებს სურდათ, ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებზე პირადად  აბაშიძესთან ესაუბრათ   და დისკრიმინაციული მიდგომის გაუქმება მოეთხოვათ.

აქტივისტების თქმით, უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება. ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვისი 5 დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვენ. ვითარება დღეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს.