ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სააკაშვილის ტრანსფერი მოხდეს საზღვარგარეთ - დეკანოიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას სტრასბურგიდანაც მოითხოვს. დეკანოიძე საფრანგეთში უცხოელ პარტნიორებს და ევროპარლამენტარებს დეტალურად აღუწერს მდგომარეობას. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტის გადაყვანა სხვა ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა მოხდეს.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოში ვერ მოხდება. ამას ამბობს პრაქტიკულად ჩვენი ყველა პარტნიორი სტრასბურგში მივემგზავრები ეხლა, სადაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის, ევროპარლამენტარებთან, მე მექნება გამოსვლა, სადაც დეტალურად აღვწერ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაში რამდენად მძიმე გამოწვევაა ზუსტად საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ დაუყონებლივ ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერი ჰუმანიტარული მიზნებით მოხდეს საზღვარგარეთ", - ამბობს ხატია დეკანოიძე.