პირველი ხელისუფლება ვართ, როცა ქვეყანას ომი არ ჰქონია - "ოცნება“

21.04.22 13:32
პირველი ხელისუფლება ვართ, როცა ქვეყანას ომი არ ჰქონია - "ოცნება“

„ქართული ოცნება“ პარტიის დაარსებიდან 10 წლისთავს აღნიშნავს და თავის ქების რეჟიმში გადადის - კობახიძის გუნდი მიღწევებს შორის ასახელებს იმას, რომ  თავისი მმართველობი პერიოდში ქვეყანაში ომი არ ყოფილა:

ქართული ოცნების ხელისუფლება არის პირველი ქართული ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა და თვისებრივად აამაღლა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი“, - აღნიშნულია „ოცნების“ განცხადებაში.

"ქართული ოცნების" განცხადება სრულად ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები