აბსოლუტურად ყველა ფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომ სააკაშვილი გადავარჩინოთ - ბოტკოველი

21.04.22 13:27
აბსოლუტურად ყველა ფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომ  სააკაშვილი გადავარჩინოთ - ბოტკოველი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ყველა ფორმა უნდა გამოიყენონ. ბოტკოველი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯებს გადადგამს ოპოზიცია და როდის გაიმართება საპროტესტო აქციები.

ეს არის პირდაპირ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, რომელიც გამოაცხადა ხელისუფლებამ, ფაქტიურად ფიზიკურად ანადგურებს ადამიანს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და ეს არის სახელმწიფოს წინაშე განხორციელებული დანაშაული ხელისუფლების მხრიდან.

აბსოლუტურად ყველა ფორმა უნდა გამოვიყენოთ - ეს იქნება პროტესტი, ეს იქნება ჩვენი კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადავარჩინოთ", - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

მსგავსი სიახლეები