,,ფრიდომ ჰაუსის" რეიტინგებში ქვეყნების გრადაცია საკამათო და არადამაჯერებელია - სარჯველაძე

21.04.22 13:48
,,ფრიდომ ჰაუსის" რეიტინგებში ქვეყნების გრადაცია საკამათო და არადამაჯერებელია - სარჯველაძე

"შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი",  -  ასე ეხმაურება ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე,  freedom house-ის ანგარიშს. 

სარჯველაძის თქმით, ანგარიშში არსებული საკითხები  კითხვის ნიშნებს აჩენს კვლევის მეთოდოლოგიის გაუმჭვირვალობის, ანალიზის წყაროების და დახურული შერჩევის პრინციპების გამო.

ფრიდომ ჰაუსის" რეიტინგებში ქვეყნების გრადაცია საკამათო და არადამაჯერებელია. ასე მაგალითად, "ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით, ურუგვაი უფრო თავისუფალი დემოკრატიაა, ვიდრე ბელგია, შვეიცარია, ავსტრალია და გერმანია;

არის ანგარიშებში ერთი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი, რომელიც ნამდვილად შეურაცხმყოფელი და ნებისმიერი ქართველისთვის დამამცირებელია, კერძოდ, "ფრიდომ ჰაუსი" თავის რეიტინგებში ე.წ. „ნაწილობრივ თავისუფალი“ დემოკრატიის კატეგორიაში განიხილავს  აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს.  წარმოჩენილი მონაცემებით "ფრიდომ ჰაუსი" ფაქტობრივად ხდება ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის ერთგვარი დამკანონებელი რეჟიმის მოკავშირე",- განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებელი კიდევ გაუარესდა -  გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, "ფრიდომ ჰაუსის" უმწვავეს კვლევაში საქართველოს 3.08 ქულა აქვს მინიჭებული, გასულ წელს ეს ქულა 3.18 იყო.   

მსგავსი სიახლეები