აიკრძალოს რუსეთის ე.წ. აგრესიული რიტორიკის სიმბოლოები - ,,ლელოს" ინიციატივა

21.04.22 13:54
აიკრძალოს რუსეთის ე.წ. აგრესიული რიტორიკის სიმბოლოები - ,,ლელოს"  ინიციატივა

აიკრძალოს რუსეთის ე.წ. აგრესიული რიტორიკის სიმბოლოები- ,,ლელოს" საპარლამენტო გუნდი ახალი ინიციატივით გამოდის

ე.წ ლუსტრაციის საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში პარტიის ლიდერები პარლამენტში სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ახალ პროექტს წარადგენენ.

უფრო კონკრეტულად, საუბარია,  უკრაინის ომში რუსეთის მიერ გამოყენებული სიმბოლოებზე, მათ შორის Z-ს, V-სა და გეორგიევსკის ბაფთაზე. 

პარტიის ინიციატივით,  სამართალდარღვევისათვის ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 2 000 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს 5 000 ლარის ოდენობით.

ხელმეორედ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე ვადით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით.

დღეს, როდესაც თავისუფალი სამყარო რუსეთს ებრძვის უკრაინაში, რათა დაიცვას თავისუფლება, დემოკრატია და უკრაინის სუვერენიტეტი, ყველას კარგად გვესმის, რომ ყველანაირი მცდელობა, მათ შორის, პროპაგანდისტული გზავნილებითა და პროპაგანდისტული სიმბოლოებით პუტინის რაშიზმის გამართლება არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. 

ამიტომ მიგვაჩნია, საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც დასჯადს გახდის ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენებას.

ასეთი სიმბოლოების ჩვენი სეხედულებით წმინდა გიორგის ლენტი, ასევე უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის პირობებში რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინურ ასოებს.- აცხადებენ პარტიაში.

მსგავსი სიახლეები