სუსტად არის, უჭირს საუბარი, გადაადგილება - ბოტკოველი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

21.04.22 14:51
სუსტად არის, უჭირს საუბარი, გადაადგილება - ბოტკოველი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილის მონახულოების შემდეგ  განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. ბოტკოველის თქმით, ასე სუსტად მესამე  პრეზიდენტი არასდროს უნახავს.

პრეზიდენტი სააკაშვილი საკმაოდ სუსტად არის და მე პირველად არ შევდივარ  და ყველა შესვლასთან შედარებით საკმაოდ სუსტად გამოიყურება.უჭირს საუბარი, გადაადგილება, თუმცა მისი მოტივაცია დღეს ამ ქვეყნის გადარჩენაზე, უკრაინის გამარჯვებაზე არის პირველი.

მინდა მივმართო ხელისუფლებას,  ის, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილი არის ესეთ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ეს თქვენზე ვერანაირად კარგად ვერ იმოქმედებს, ამიტომ მოგიწოდებთ, დროულად მიიღოთ გადაწყვეტილება და მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გაყვანა ისეთ ქვეყანაში, სადაც მას რეალურად აღმოუჩენენ სამედიცინო დამხარებას", - ამბობს გიორგი ბოტკოველი.

მსგავსი სიახლეები