ცდილობენ, პროვოკაციაზე წამოგვაგონ - ხმაური და პოლიციის მობილიზება გუმათში
ხმაურია ამ წუთებში გუმათში, კომპანია "ენკას" ოფისთან, სადაც რიონის მცვლელები მივიდნენ. ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა, აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. გოლეთიანი პოლიციელთა მხრიდან პროვოკაციას არ გამორიცხავს.