ოპოზიციამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ - ბადრი ჯაფარიძე ლეიენის წერილზე
"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ურსულა ფონ დერ ლეიენის მიერ ოპოზიციისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უცხოელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ მაქსიმუმს აკეთებს.
როცა ვხედავთ, რომ ევროკავშირის მხრიდან არის ესეთუ ყურადღება, როცა ევროკომისიის პრეზიდენტი მოგვმართავს ოპოზიციურ პარტიებს, აუცილებელია, მიუხედავადმ იმის,ა რომ პასუხისმგებლობა არის "ქართული ოცნების" მხარეს სრულად , მაგრამ ჩვენ, ოპოზიციამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყანაში რეფორმები და ეს რა თქმა უნდა ისეთი პროცესია, რომელიც კიდევ ერთხელ გამოაჩენს იმას, რომ რეალურად "ქართული ოცნება" არცერთ ნაბიჯს არ დგამს", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.