დემოკრატიული რეფორმების განხორციელების წინაღობა პოლარიზაციაა, რომელსაც "ოცნება" ქმნის - ხოშტარია
ელენე ხოშტარია ურსულა ფონ დერ ლეიენის მიერ ოპოზიციისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა. "დროას" ლიდერი მიიჩნევს, რომ წერილში დასმული საკითხების შესრულება საქართველოს ევროკავცშირში გასაწევრიანებლად უმნიშვნელოვანესია და ამის მისაღწევად პოლარიზაციის ხარისხი უნდა შემცირდეს.
მნიშვნელოვანი გზავნილია ევროკავშირისგან, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად პრიორიტეტულია, სასამართლო რეფორმები და ზოგადად დემოკრატიული რეფორმების გატარება ქვეყანაში, რაც ზუსტად ჩვენი ამოცანაა და განსაკუთრებით, იმ კონტექსტში, რომ ჩვენ გაგზავნილი გვაქვს აპლიკაცია ევროკავშირის წევრობაზე.რა თქმა უნდა, ერთ-ერთი წინაღობა ამ დემოკრატიული რეფორმების განხორციელების არის პოლარიზაციის ის ხარისხი, რომელსაც ქმნის "ქართული ოცნება". დიახ, პოლარიზაციის დაძლევა არის აუცილებელი, თუმცა ამის დაძლევა ვერ იქნება უბრალოდ ილუზია და თვალების დახუჭვა იმ არადემოკრატიულ მოვლენებზე, რომელსაც ახდენს "ქართული ოცნება", - ამბობს ელენე ხოშტარია.