უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო EU-ს დაშორდა - NDI-ის კვლევა

21.04.22 16:26
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო EU-ს დაშორდა - NDI-ის კვლევა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა - კვლევის შედეგები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) გაასაჯაროვა. 

უახლესი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 36%-ის აზრით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო ევროკავშირს უფრო დაშორდა. 24% თვლის, რომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან არ შეცვლილა, 26%-ისთვის კი პირიქით – საქართველო დაუახლოვდა ევროკავშირს.

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა -  3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს - ფოკუს ჯგუფების მეშვეობით. 

საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

მსგავსი სიახლეები