მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას უჭერს მხარს – NDI

21.04.22 16:30
მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას უჭერს მხარს – NDI

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას უჭერს მხარს. შეკითხვაზე, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის შედეგები ასე გადანაწილდა: 

 66% - „უნდა შემოიღოს“,

23% – „არ უნდა შემოიღოს.“

აღსანიშნავია, რომ სავიზო რეჟიმის შემოღებას ყველაზე მეტად ქართული ოცნების მხარდამჭერები, კაცები და უფროსი ასაკის მოქალაქეები არ უჭერენ მხარს.

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა -  3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს - ფოკუს ჯგუფების მეშვეობით. 

საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

მსგავსი სიახლეები