"ქართული ოცნების" რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, მძიმე შედეგი აქვს ოპოზიციასაც - NDI-ის კვლევა

21.04.22 16:39
"ქართული ოცნების" რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, მძიმე შედეგი აქვს ოპოზიციასაც - NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა,  არ იზრიდება არც ოპოზციის პროცენტული მაჩვენებელი.

გამოკითხული მოსახლეობის  უმრავლესობა, 64%,  არცერთ არსებულ პარტიას არ უჭერს მხარს/არ აქვს პასუხი/უარს აცხადებს პასუხზე.

კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. კონკრეტული პარტია მხოლოდ 35%-მა დაასახელა.

მეტიც NDI-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, „პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება". 

კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, შედეგები ასე გადანაწილდა:

  • 64%  - არცერთი პარტია;
  • 22%- „ქართულ ოცნებას“;
  • 7%- „ნაციონალური მოძრაობა“;
  • 6%- სხვა პარტიები.

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა -  3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს - ფოკუს ჯგუფების მეშვეობით. 

საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

მსგავსი სიახლეები