მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI-ის კვლევა

21.04.22 16:45
მოსახლეობის  უმეტესობისთვის საქართველო  არასწორი  მიმართულებით  ვითარდება - NDI-ის კვლევა

მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 17%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 28%-ისთვის სწორი მიმართულებით ვითარდება.

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა -  3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს - ფოკუს ჯგუფების მეშვეობით. 

საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

მსგავსი სიახლეები