თუ არ გადაიყვანენ შეიძლება საათებზე და დღეებზე იყოს ლაპარაკი - ექიმები სააკაშვილის გადასარჩენად გაერთიანდნენ
"თუ არ გადაიყვანენ შეიძლება საათებზე და დღეებზე იყოს ლაპარაკი", - ამის შესახებ ქვეყნის გავლენიანი ექიმები საუბრობენ და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებენ. მედიკოსები, რომლებიც დღეს პრეზიდენტის გადასარჩენად გაერთიანდნენ, პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და საპატრიარქოს მოუწოდებენ დუმილი დაარღვიოს.
იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მე ვიხილე ჩემი თვალით, შეიძლება საათებზე და დღეებზე იყოს ლაპარაკი. მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ჩვენ, ექიმები პირად პასუხისმგებლობას დავაკისრებთ იუსტიციის მინისტრს, ბატონ ღარიბაშვილს და ბატონ ივანიშვილს. ვერავითარ შემთხვევაში ისინი პირად პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ქართველი ხალხის წინაშე და ვერც მსოფლიო საზოგადოების წინაშე. ვინდ ამივმართოთ, საქართველოს საპატრიარქოს, მოგეხსენებათ ვნების კვირაა, ბრწყინვალე შვიდეული მოდის, ასეთ დროს ბიბლიიდანაც ვიცით, რომ ხდებოდა შეწყალება", - ამბობს ლევან ფერაძე.
სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე სტუდენტიც დასვამდა ამ დიაგნოზს, პრეზიდენტს აქვს მკაფიოდ გამოხატული ანემია. რა არის ამ ანემიის მიზეზი ეს უცნობია. ეს ანემია შეიძლება იყოს სისხლდენით, ეს შეიძლება იყოს სისხლმბადი ორგანოების პათოლოგიებით გამოწვეული. მითუმეტეს ვიცით, რომ თალასემია აქვს. ადამიანს, რომელსაც სჭირდება სასწრაფო სამედიცინო დამხარება, ეს დახმარება არ ეწევა", - ამბობს ექიმი გიორგი კავკასიძე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მდგომარეობა დამძიმდა. მესამე პრეზიდენტი გუშინდელ სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.