რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის შეზღუდვას მეტი მოქალაქე უჭერს მხარს - NDI-ის კვლევა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას საქართველოს მეტი მოქალაქე უჭერს მხარს.
23% მიიჩნევდა, რომ საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, ომის დაწყების შემდეგ კი - 39%.
- ომამდე 53% მიიჩნევდა, რომ საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, ომის დაწყების შემდეგ - 25%;
- ომამდე, 16% მიიჩნევდა, რომ საქართველომ რუსეთთან ისე უნდა დატოვოს ურთიერთობები, როგორც არის, ომის დაწყების შემდეგ - 27%
სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.
საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა - 3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს - ფოკუს ჯგუფების მეშვეობით.
საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.