პრეზიდენტის რეიტინგი იზრდება, პრემიერმა ისტორიული ანტირეკორდი მოხსნა - NDI- ის კვლევა
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი იზრდება, პრემიერ ღარიბაშვილმა ისტორიული ანტირეკორდი მოხსნა - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მთავრობის მეთაურის საქმისნობას გამოკითხულთა 36% უარყოფითად აფასებს. ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად, გამოკითხულთა მხოლოდ 26 % აფასებს.
კვლევის თანახმად, ინსტიტუციებს შორის ყველაზე კარგ ვითარებაში პრეზიდენტი იმყოფება, მის მიმართ დადებითი განწყობა გაორმაგებულია. გამოკითხულთა 24% ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს. წინა კვლევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14%-ს შეადგენდა.
სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.
საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა - 3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს - ფოკუს ჯგუფების მეშვეობით.
საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.