უკრაინის მიმართ პრეზიდენტის ქმედებებს დადებითად 63 % აფასებს, პრემიერის მაჩვენებელი დაბალია

21.04.22 17:21
უკრაინის მიმართ პრეზიდენტის ქმედებებს დადებითად 63 % აფასებს, პრემიერის მაჩვენებელი დაბალია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უფრო დიდი ნაწილი დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს უკრაინასთან დაკავშირებით. მძიმე პროცენტული მაჩვენებელი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს.

უფრო კონკრეტულად: გამოკითხულთა 63 % დადებითად აფასებს სალომე ზურაბიშვილის უკრაინის ომზე საპასუხო ქმედებებს.  ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში, ეს პროცენტული მაჩვენებელი 46 %-ია.

ზურაბიშვილის ქმედებებს უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 18 %, ხოლო ღარიბაშვილის ქმედებებს 37 %.

მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ პრეზიდენტს ოდნავ მაღალი მხარდაჭერა აქვს ქალებში, ხოლო პრემიერ-მინისტრს შედარებით დაბალი შეფასება აქვს ახალგაზრდებსა და თბილისის მაცხოვრებლებს შორის. 

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა -  3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს - ფოკუს ჯგუფების მეშვეობით. 

საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

მსგავსი სიახლეები