შესაძლოა, სიმულირებდეს - ვოლსკი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

21.04.22 17:26
შესაძლოა, სიმულირებდეს - ვოლსკი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

"ქართული ოცნების" წევრი, ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ცუდად არ არის და "სიმულირებს".

ვოლსკი ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში შესაბამის სამედიცინო მკურნალობას იღებს და ამის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

მაქვს საფუძველი, რომ არ მჯეროდეს, რომ ცუდად არის. საფუძველი მაქვს, მაგრამ რასაკვირველია, ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, რომელიც დატყვევებულია იმის გამო, რაც ჩაიდინა დანაშაულებები მისი ძალიან მძიმეა. შესაძლოა, კიდევაც სიმულირებდეს გარკვეულ ცუდად ყოფნას.

ექიმებს არ უშვებენ, პარტიის წევრებს. საკმაოდ კომპეტენტური ექიმების ჯგუფი ახორციელებს 24 საათიან დაკვირვებას, მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება", - ამბობს ვოლსკი. 

 

მსგავსი სიახლეები