ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 5 წელში საქართველოში რუსეთის გავლენა გაიზარდა - NDI-ის კვლევა

21.04.22 17:35
ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 5 წელში საქართველოში რუსეთის გავლენა გაიზარდა - NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 5 წელში საქართველოში რუსეთის გავლენა გაიზარდა. (რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ასე 51% ფქირობდ, ომის დაწყების შემდეგ კი ამ მოსაზრებაზეა- 53%).

ირკვევა, რომ მოსახლეობის 25% ამბობს, რომ ბოლო 5 წელში საქართველოზე NATO-ს გავლენა გაიზარდა, 31% მიიჩნევს, რომ აშშ-ს გავლენა გაიზარდა, ხოლო 27% თვლის, რომ ქვეყანაში ევროკავშირის გავლენაა გაზრდილი.

სოციოლოგიური გამოკითხვა NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.

საველე სამუშაოები სამ ნაწილად ჩატარდა -  3-15 თებერვალსა და 9-20 მარტს შემთხვევითი სატელეფონო გამოკითხვების, ხოლო 15-22 მარტს - ფოკუს ჯგუფების მეშვეობით. 

საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

 

მსგავსი სიახლეები