საქართველო რუსული სანქცირებული ნავთობის დერეფანი - "ანტიუკორუფციული მოძრაობა" სახელმწიფო უწყებებს ადანაშაულებს
საქართველოს სანტრასპორტო დერეფანი რუსული სანქცირებული ნავთობის თავშესაფრად იქცა.
ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეისწავლა და დაადგინა, რომ ამ პროცესში ჩართულია ფინანსთა სამინისტრო და უწყების შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე. მოძრაობაში ამტკიცებენ, რომ ხუნდაძე პრემიერ ღარიბაშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ძმებს ჩხენკელებს ეხმარება და აძლევს საშუალებას, რომ სანქცირებული ნავთობი ჩვენი ქვეყნიდან კიდევ სხვა მესამე ქვეყანაში მოხვდეს. "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრები დღეს ფინანსთა სამინისტროსთან შეიკრიბენ და უწყებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვამ, ბიზნესმენებმა ძმებმა ჩხენკელებმა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი რუსული სანქცირებული ნავთობის თავშესაფრად აქციეს. ამ პროცესში ჩართულია სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ხუნდაძე, რომელიც ეხმარება ძმებ ჩხენკელებს, რომ როგორმე სანქცირებული ნავთობი გაიტანოს ქვეყნიდან. საუბარია "ლუკოილის" ნედლ ნავთობზე, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით საქართველოში და ჩვენ მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს, რომ რუსულუ სანქცირებული ნავთობი მიაბრუნოს უკან და არ იქცეს საქართველო შავ ხვრელად რუსული სნაქცირებული ტვირთებისთვის", - ამბობენ " ანტიკორუფციულ მოძრაობაში".
რუსული ნავთობი, რომელის არის ქცეული რუსული იმპერიალიზმის სიმბოლოდ და რომელიც არის მთავარი დაფინანსების წყარო გენოციდების და ომის დანაშაულების, თავშესაფარს პოულობს ქართულ სატრანსპორტო კვანძებზე. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამით ფაქტობრივად რუსეთს და ვაძლევთ საშუალებას, რომ საქართველო იქცეს შავ ხვრელად რუსეთისთვის სნაქცირებული ტვირთის გადასაზიდ ტერიტორიად", - ამბობს მოძრაობის წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი.
რუსეთი სანქციების გვერდის ავლით პროდუქციის გაყიდვას მას შემდეგ ცდილობს, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ მკაცრი სანქციები დაუწესდა.