დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლიანი არჩევნები - სენატორების გზავნილები საქართველოში

22.04.22 11:02
დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლიანი არჩევნები - სენატორების გზავნილები საქართველოში

პოლიტიკური გავლენები სასამართლოში და პოლიტიკური მართლმსაჯულება ქვეყანაში. სენატორმა კრის კუნსმა, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ  რეფორმების გატარება უნდა გააგრძელოს.

აშშ-ის კონგრესის დელეგაციასა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამ წუთებში კი სენატორები შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრს ხვდებიან. შეხვედრაზე ასევე იმყოფება დავით ზალკალიანი.

გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციური პარტიების  წარმომადგენლობასთან. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებასა და ძლიერ ეკონომიკას. ევროკავშირის წევრობისკენ პოზიტიური ნაბიჯების გადასადგამად საჭიროა რეფორმების გაგრძელება საქართველოში", - განაცხადა კრის კუნსმა.

 

მსგავსი სიახლეები