საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებას - ბოკუჩავა

22.04.22 11:15
საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებას - ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარი მოსაზრებები და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნეს,

აშშ-ის კონგრესის დელეგაციასა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებას. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ნათლად ჩამოაყალიბა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა. ეს ძალიან კარგად ესმით, მათ შორის, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს.  ყველა ინსტიტუტი დაქვემდებარებულია ერთ ოლიგარქს, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამასაც აღიქვამენ, არამხოლოდ როგორც დემოკრატიულ გამოწვევას, არამედ როგორც საქართველოსთვის უსაფრთხოელის გამოწვევას", - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

მსგავსი სიახლეები