ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა პოსტი დატოვა

02.03.21 16:19
ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა პოსტი დატოვა

სუს-ის უფროსის მოადგილე თანამდებობიდან წავიდა. ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა პოსტი ცოტა ხნის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა აღნიშნული გადაწყვეტილება სავარუდოდ, მას შემდეგ მიიღო, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის სავარძელი ვაკანტური გახადა. ხოჯევანიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ახლო გარემოცვის წევრად და გახარიას კადრად მოაზრებოდა. ის სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მაშინ დაინიშნა, როდესაც გახარიას შინაგან საქმეთა მინიტრის პოსტი ეკავა.

მსგავსი სიახლეები