ქვეყანაში მორალი რომ არსებობდეს, დღეს მიშა რომელიმე კლინიკაში უნდა იყოს - ნიკოლოზ სააკაშვილი
"ქვეყანაში მორალი არ არის" , - მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ დაპატიმრებული პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანა სასწრაფოდ უნდა მოხდეს.
მესამე პრეზიდენტის მამა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს დეპოლარიზაციისთვის ნაბიჯები გადადგას.
მორალი არ არის ქვეყანაში, მორალი რომ იყოს, დღეს მიშა უნდა იყოს უკვე რომელიმე კლინიკაში. იმედი მაქვს ჩემი თავის, ოჯახის, ძმების. ეს არის ფაქტიურად ის გუნდი, რომელიც სათავეში უნდა ედგეს მისი გათავისუფლების პროცესებს.
მოვისმინე ქალბატონი ზურაბიშვილის ესეთი ფრაზა: "პოლარიზაცია მოხდება" - ნურას უკაცრავად, ქალბატონო პრეზიდენტო, კი არ მოხდება, პირიქით, დეპოლარიზაცია მოხდება", - ამბობს მესამე პრეზიდენტის მამა.
ნიკოლოზ სააკაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
მიდის სრული რეგრესი მისი ჯანმრთელობის , ყურს არავინ არ იბერტყავს და არავის აღარ უშვებენ. რატომ არ გამოდის არც ერთი ანალიზი თუნდაც ადვოკატების ხელით, რომ ექიმებმა ჩაიხედონ, ექიმებს შიგნით არ უშვებენ - ესე იგი, რაღაც სადღაც ძაღლის თავია ჩამარხული.
ყველას აქვს უფლება, იცოცხლოს და იყოს ჯანმრთელი და ამ უფლებას ჩვენი ხელისუფლება, ყოფილ პრეზიდენტს, დღევანდელ პრეზიდენტს, ქვეყნის გადამრჩენელს არაფერს უკეთებს", - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.
კითხვაზე, რას ფიქრობს მესამე პრეზიდენტის მამა "ნაციონალური მოძრაობის" ნაბიჯებზე, სააკაშვილის მამა ამბობს, რომ დუმილის უფლებას იყენებს.
თითოეულ ადამიანს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, შეუძლია იყვიროს, იწივლოს, მაგრამ აქვს უფლერბა დუმილის.მე ვინახავ დუმილის უფლებას, გავერკვე სიტუაციაში, მაგრამ აქაც ვინმეს თუ რამე ხარვეზი შემოაქვს ალბათ მიხვდება, რომ უნდა ჩადგეს მწყობრში, თუნდაც სხვა პარტიის წევრებთან ერთად", - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილი.