სააკაშვილს ციხიდან არ გამოუშვებენ, ეგ არის ზღაპარი! - ზურა გირჩი ჯაფარიძე
,,გირჩი მეტი თავისუფლებას" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს, არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანენ. ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში მხოლოდ იმის გამო ზის, რომ ამ მთავრობას მისი ეშინია.
მე არ მჯერა, რომ საკაშვილს საავადმყოფოში გადაიყვანენ, მე არ მჯერა, რომ სააკაშვილს გამოუშვებენ. სააკაშვილი არის პოლიტიკურად დევნილი.
ერთადერთი, რის გამოც მესამე პრეზიდენტი ციხეში ზის, არის ის ფაქტი, რომ აღქმულია, როგორც საფრთხე ამ ხელისუფლებისთვის. დანარჩენი მურუსიძე- ჩინჩალაძის გადასაწყვეტი ეს საკითხი არ არის.
ამ რეალობაში ის პოლიტპატიმარია, მაგრამ არ გამოუშვებენ. ეგ არის ზღაპარი! - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.