ასეთი რეიტინგები არ განაპირობებს პრემიერის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას - სარჯველაძე

22.04.22 14:20
ასეთი რეიტინგები არ განაპირობებს პრემიერის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას - სარჯველაძე

უმრავლესობის წევრები NDI-ის რეიტინგს, რომლის მიხედვითაც პრემიერის მიმართ ნდობა შემცირდა, უნდობლობას უცხადებენ. მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ გუნდი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს უპირობო ნდობას უცხადებს.

როდესაც მსგავსი ტიპის კვლევებს ვეცნობით, ბუნებრივია, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად  ანგარიშგასაწევი და ეს არის ის ორგანიზაცია, რომელთან პარტნიორობაც არის მნიშვნელოვანი, თუმცა არის გარკვეული ცდომილებები, როდესაც ვსაუბრობთ, ვინ არის ინფორმაციის წყარო, რა მეთოდოლოგიით ტარდება გამოკვლევები და ა.შ. აქ რა თქმა უნდა გარკვეული პრობლემები შეინიშნება. 

არმგონია, რომ ამ შემთხვევაში რამენაირად ასეთი ტიპის რეიტინგები განაპირობებდეს ჩვენს დამოკიდებულებას პრემიერ-მინისტრის მიმართ, რომელსაც ჩვენი მხრიდან გამოცხადებული აქვს ნდობა", - ამბობს სარჯველაძე.

მსგავსი სიახლეები