"პირბადე ჰქონდა აფარებული და კეპი ეფარა" - ვინ მოხატა თბილისი რუსული პროპაგანდისტული სიმბოლიკებით
საეჭვო სიმბოლოებით თბილისის ქუჩების აჭრელებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კომენტარს არ დრომდე არ აკეთებს. უცნობია, ატარებს თუ არა საგამოძიებო მოქმედებებს ლილუაშვილის უწყება იმ პუირების იდენტიფიკაციისთვის, რომლებმაც საშიში ნიშნულები დედაქალაქში დაიტანეს. მოქალაქეები საკუთარი ძალებით ცდილობენ დაადგინონ ვინ ხატავს სიმბოლოებს და რა მიზანი აქვს ამ ქმედებებს. ვიდემასალა, რომელიც "ტვ პირველმა" მოიპოვა ფალიაშვილის ქუჩაზე 89 ნომერშია გადაღებული. ფაქტის შემსწრე ალექსანდრე კობაიძე გახდა, რომელმაც კადრები გადაიღო.
შავებში ჩაცმული ადამიანი, რომელსაც პირბადე ჰქონდა აფარებული და კეპი ეფარა. ჩემი ყურადღება მიიქცია მისმა ჩაცმულობამ. დავინახე, რომ რარაცას აფუჭებდა კედელზე და დავაკვირდი, რომ მიზანი ჰქონდა, რომ კონკრეტული სიმბოლიკა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს არის ერთ-ერთი იმ ორგანიზაციის სიმბოლიკა, რომელიც მტრულ ძალებს გაერთიანებისკენ მოწუოდებენ", - ამბობს ალექსანდრე კობაიძე.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ წესით სუს-ს იმ პირების იდენტიფიცირება არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ამ ადგილებში სათვალთვალო კამერებია დაყენებული.
დატანებულია ისეთ ადგილებში, რომელიც არის ქალაქის ცენტრში, რომელსაც სათვალთვალო კამერები უყურებს. ისეთ აგდილებში სადაც იდენტიფიცირება უმარტივესია და მერიის შესაბამის სმასახურებს ან შსს-ს თუ ამის სურვილი ექნებოდათ ძალიან მარტივად შეძლებდნენ დადგენას.
ჩვენ ვნახეთ პუტინზე გაკეთებული წარწერა მერიის სამსახურებმა მეორე დღეს წაშალეს. ეს ყველაფერი აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც ამ საეჭვო სიმბოლოებს ქალაქში ხატავენ, აქვთ შესაბამისი უფლება მერიისგან ან შესაბამისი უწყებისგან ან შესაძლოა, ხელისუფლებას აწყობდეს საზოგადოების კიდევ უფრო პანიკაში ყოფნა", - ამბობს ნიკა ფარულავა.
სიმბოლიკა თბილსიის ქუჩებში მიწისქვეშა გადასასვლელებთან, ბანკებთან და სხვა სტრატეგიულ ადგილებში. დასუფთავების სამსახური ოკუპანტის პროპაგანდისტულ სიმბოლიკას არ შლის.