ფარული, ტოტალური მოსმენებით მალე თვით რუსეთსაც კი გავაოცებთ - ეკა გიგაური
საქართველოში მოქმედი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები სკეპტიკურად უყურებენ და აკრიტიკებენ ,,ოცნების" ახალ ინიციატივას ფარული მოსმენების ვადის გაზრადასთან დაკავშირებით.
ხელისუფლების ახალი ინიციატივა- ფარული მოსმენის ხანგძლივობა 6-ის ნაცვლად შესაძლოა, 9 თვის განმავლობაში გაგრძელდეს. იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ცნობის ვადებიც და ის შესაძლოა, იმდენჯერ გადავადდეს, რამდენჯერაც გამოძიება მოითხოვს.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნით, მოსმენების ვადის გახანგძლივება აუარესებეს ქვეყნაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი საუბრობს.
ეკა გიგაური პროგნოზირებს, რომ ტოტალური მოსნებეით მალე შესაძლოა, თვით რუსეთიც კი გავაკვირვოთ.
ხელისუფლება დღეს ტოტალური მოსმენების ლეგალიზაციას აკეთებს. ამ პრობლემას ისიც ემატება, რომ დღეს არ არსებობს ორგანო, რომელიც სუს- ს გააკონტროლებს იმ შემთხვევაში, თუ ის უფლებამოსილებას გადააჭარბებს.
ხელისუფლების ოპონენტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია არიან ტოტალური მოსმენისა და თვალთვალის ქვეშ. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ ეს სისტემა გააუმჯობესოს, პირიქით, უფრო აუარესებს.
ვფიქრობ, ასეთი ინიციატივებით არა თუ ევროკავშირს, თვით რუსეთსაც კი გავაოცებთ - აცხადებს ეკა გიგაური, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი.