პენიტენციურის განცხადებაში არ წერია, რომ სააკაშვილი ჯანმრთელია ან მდგომარეობა გაუმჯობესდა - ხაბეიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი პენიტენციური სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო კვლევა უტარდება. ხაბეიშვილი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ პენიტენციურის განცხადებაში არსად წერია მესამე პრეზიდნეტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.
განცხადებაში, არცერთ წინადადებაში არ წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჯანმრთელი ან მისი მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ვსაუბრობთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და აუცილებელია, მისი მესამე ქვეყანაში გადაყვანა. მათ უნდათ, პასუხისმგებლობა მოიშორონ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, რაც ცხადია, არ გამოუვათ. პირადად ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი, მისი მოურავები არიან პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.